„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნაგელსმანთან მოლაპარაკებები გამართა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნაგელსმანთან მოლაპარაკებები გამართა

„ლაიპციგის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩაიბაროს. 33 წლის გერმანელი – ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია ოლე-გუნარ სოლსკიაერის ადგილზე.

„მანჩესტერის“ ხელმძღვანელობამ უკვე გამართა წინასწარი მოლაპარაკებები ნაგელსმანთან. სხვა ორი პრეტენდენტია – ბრენდან როჯერსი და მაურისიო პოჩეტინო.

პრემიერლიგის ცხრილში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-15 ადგილზეა.

ნაგელსმანის ხელმძღვანელობით „ლაიპციგმა“ შარშან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია.ÿ