„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოურინიოსთან კონტრაქტი გააგრძელა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოურინიოსთან კონტრაქტი გააგრძელა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად გამოაცხადა თავის მთავარ მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. პორტუგალიელი სპეციალისტი ინგლისურ კლუბს 2020 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს. გარიგება ითვალისწინებს თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელებას.

„ჩემთვის დიდი პატივია “მანჩესტერის” მწვრთნელობა. თავს ამაყად ვგრძნობ. მინდა მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას ჩემი მძიმე სამუშაოსა და საქმისადმი თავდადების აღიარებისთვის. ჩვენ ვქმნით პირობებს ბრწყინვალე და წარმატებული მომავლისთვის”, – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედს” 2016 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს და გუნდს მოაგებინა ინგლისის სუპერთასი, ინგლისის ლიგის თასი და ევროპის ლიგა.
პრემიერლიგის 24 ტურის შემდეგ, “იუნაიტედი” მეორე ადგილზეა და 12 ქულით ჩამორჩება თანაქალაქელ “სიტის”.

 

დატოვე კომენტარი