„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოგების გემო გაიხსენა

21:14, 14.09.2019

სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე „ლესტერი“ მოკრძალებული ანგარიშით, 1-0 დაამარცხა და რვა ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

მატჩის ერთადერთი გოლი მერვე წუთზე რეშფორდმა პენალტით გაიტანა და, პრემიერლიგის გახსნით მატჩში „ჩელსის“ 4-0 განადგურების შემდეგ, „იუნაიტედმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

რეშფორდი მეორე გოლთანაც ახლოს იყო, მაგრამ მის მიერ მეორე ტაიმში კარგად შესრულებული ჯარიმა ხარიხას მოხვდა.

მსგავსი