„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მაუნტის სადებიუტო მატჩში „ლიდსი“ დაამარცხა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მაუნტის სადებიუტო მატჩში „ლიდსი“ დაამარცხა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლიდსი“ დაამარცხა ამხანაგურ მატჩში. ორი ინგლისური გუნდის შეხვედრა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართა.

მანჩესტერელთა რიგებში გოლები გაიტანეს ახალგაზრდა ტალანტებმა – ფრანგმა გარემარბმა, ნოამ ემერენმა და ინგლისელმა ფორვარდმა, ჯო ჰაგილმა. საბოლოოდ, 2:0 მოიგო ერიკ თენ ჰაგის გუნდმა.

აღვნიშნავთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა „ჩელსიდან“ შეძენილმა ნახევარმცველმა, მეისონ მაუნტმა.