„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მარკუს რეშფორდი ტრანსფერზე დააყენა #1TVSPORT

10:40, 17.12.2024

„მანჩესტერ იუნაიტედი“ თავისი ფორვარდის, მარკუს რეშფორდის გაყიდვას აპირებს, – ამის შესახებ წერს გაზეთი The Guardian-ი.

წყაროს ცნობით, „იუნაიტედი“ მზად არის ფეხბურთელი უკვე იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გაუშვას. კლუბში მიაჩნიათ, რომ რეშფორდის დრო გუნდში ამოწურულია.

გარდა ამისა, ფორვარდის გაყიდვა სერიოზულად განტვირთავს სახელფასო ბიუჯეტს – რეშფორდი მიმდინარე კონტრაქტის თანახმად კვირაში 365 ათას ფუნტს გამოიმუშავებდა.

ამ სეზონში რეშფორდმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში რვა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი