„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კარლოს ტევესის დაბრუნება გადაწყვიტა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კარლოს ტევესის დაბრუნება გადაწყვიტა

ვეტერანი არგენტინელი ფორვარდი კარლოს ტევესი, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდეს, რომელშიც 2007-09 წლებში თამაშობდა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ წერს.

35 წლის ტევესი დღეს „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელია, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ საკადრო დეფიციტი აქვს შეტევით ხაზში მარკუს რეშფორდის ტრავმის გამო. სწორედ ამ მიზეზით განიხილავს გამოცდილი არგენტინელის იჯარას ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდი.

2019-20 წლების სეზონში ტევესმა „ბოკაში“ 10 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი არგენტინულ კლუბთან 2020 წლის 30 ივნისს იწურება.