„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კარლოს ბალებას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
კამერუნელი ნახევარმცველი კარლოს ბალება „ბრაიტონიდან“ კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი წერს, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა. „მანჩესტერ იუანიტედმა“ თავდაპირველად „ბრაიტონს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 65 მილიონი ფუნტი შეთავაზა, თუმცა უარი მიიღო – შესაბამისად, ინგლისური ფეხბურთის გრანდი კამერუნელისთვის მეტს გადაიხდის.
კარლოს ბალება თავის მომავალს მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ხედავდა და სხვა კლუბების შეთავაზება მისთვის საინტერესო არ იყო.
22 წლის ბალება „ბრაიტონის“ წევრი 2023 წელს გახდა, მანამდე ის ფრანგული „ლილის“ ღირსებას იცავდა.
🚨💣 BREAKING: Carlos Baleba to Manchester United, here we go! Verbal agreement in place between clubs.
Improved bid sent today after £65m package rejected and player set to join the only club he wanted.
Baleba, new #MUFC player soon. 🇨🇲 pic.twitter.com/1ORh7pLDCk
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 21, 2026