„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კარლო ანჩელოტის წინადადებით მიმართა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კარლო ანჩელოტის წინადადებით მიმართა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ წინადადებით მიმართა კარლო ანჩელოტის. კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მომავალი სეზონიდან შეცვალოს მანჩესტერელთა ამჟამინდელი დამრიგებელი ერიკ თენ ჰაგი. ეს ინფორმაცია ესპანურმა ტელეპროგრამა Tiempo de Juego on Cope-მ გაავრცელა. ის იტყობინება, რომ „იუნაიტედი“ ახალი სეზონისთვის ახალ მწვრთნელს ეძებს.

64 წლის ანჩელოტის კონტრაქტი „რეალთან“ 2024 წლის ზაფხულში იწურება. ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ იტალიელი მადრიდული კლუბიდან წასვლის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს, მაგრამ ეს ჭორი ცოტა ხნის წინ უარყვეს.