„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამორიცხა რეშფორდის „ბარსელონაში“ იჯარით გაშვება #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამორიცხა რეშფორდის „ბარსელონაში“ იჯარით გაშვება #1TVSPORT

„ბარსელონა“ ვერ შეძლებს ზედიზედ მეორე სეზონში მარკუს რეშფორდის იჯარით აყვანას. ინგლისელმა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეკუთვნის, ლა ლიგას გასულ სეზონში 32 მატჩში რვა გოლი გაიტანა.

ESPN-ის მონაცემებით, „მანჩესტერი“ არ აპირებს „ბარსელონასთან“ კიდევ ერთი ამგვარი გარიგების განხილვას. კატალონელთა მხრიდან ნებისმიერი წინადადება იჯარაზე უარყოფილი იქნება. „იუნაიტედი“ რეშფორდის გაყიდვისკენ იხრება.

„ბარსელონას“ ჰქონდა შესაძლებლობა 15 ივნისამდე 30 მილიონად გამოესყიდა ინგლისელი ფორვარდი, მაგრამ ეს ოპცია არ გაააქტიურა.