„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ემილიანო მარტინესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა #1TVSPORT
BUENOS AIRES, ARGENTINA - DECEMBER 20: Emiliano Martinez looks on during the arrival of the Argentina men's national football team after winning the FIFA World Cup Qatar 2022 on December 20, 2022 in Buenos Aires, Argentina. (Photo by Marcelo Endelli/Getty Images)
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ არგენტინელ მეკარესთან, ემილიანო მარტინესთან კონტრაქტის დეტალებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, მანჩესტერული გრანდი მეკარის პოზიციას პრობლემურად მიიჩნევს და სიტუაციის გამოსწორებას მსოფლიოს ჩემპიონის დამატებით აპირებს.
სამი ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერლიგაში 4 ქულა აქვს. ბოლოს გუნდმა „ბარნლის“ 3:2 მოუგო, მომდევნო ტურში კი დერბიში „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ემილიანო მარტინესს, არგენტინელმა წინა სეზონში „ასტონ ვილას“ რიგებში 53 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 16-ჯერ შეინახა. ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი სავარაუდო ტრანსფერის ღირებულება კი 20 მილიონ ევროს შეადგენს.