„მანჩესტერ იუნაიტედმა„  ბოლო შვიდ თვეში პირველი მატჩი მოიგო სტუმრად
„მანჩესტერ იუნაიტედმა„ ბოლო შვიდ თვეში პირველი მატჩი მოიგო სტუმრად

24 ოქტომბერს, ევროპა ლიგის მორიგ ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედმა„ სერბული „პარტიზანი“ დაამარცხა და ეს იყო ინგლისური გრანდის პირველი გამარჯვება სტუმრად მიმდინარე წლის მარტის შემდეგ. გარდა ამისა, ამ მოგებით „იუნაიტედმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეიოფში გასასვლელად მომდევნო ტურში, 7 ნოემბერს, ისევ „პარტიზანის“ დამარცხება სჭირდება, ამჯერად საკუთარ მოედანზე.

მატჩის ერთადერთი გოლი ანტონი მარსიალმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა, მას შემდეგ, რაც საჯარიმოში „მანჩესტერელთა“ 19 წლის მცველი ბრენდონ უილიამსი წააქციეს.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ მატჩში მანჩესტერელების მიერ განხორციელებული ერთადერთი დარტყმა კარის ჩარჩოში.