„მანჩესტერ იუნაიტედმა“ აარონ ვან-ბისაკა გაიფორმა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ აარონ ვან-ბისაკა გაიფორმა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „კრისტალ პალასის“ აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელ აარონ ვან-ბისაკასთან ხუთწლიანი (+1 წელი) კონტრაქტი გააფორმა, – იტყობინება „სკაი სპორტსი“ (Sky Sports).

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერელებს 21 წლის მოთამაშე 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდებათ, თავად ფეხბურთელი კი კვირაში 80 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

„საოცარი შეგრძნებაა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გქვია. ვიცი, რომ ასეთი პრივილეგია ყველას არ ჰქონია“, – აცხადებს ვან-ბისაკა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეხუთე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი პოლ პოგბას (89 მილიონი ფუნტი სტერლინგი), რომელუ ლუკაკუს (76 მილიონი), ანხელ დი მარიასა (59.7 მილიონი) და ფრედის (52 მილიონი) შემდეგ.