„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ ჩაშლილი შეხვედრა 13 მაისს გაიმართება #1TVSPORT

09:01, 06.05.2021

გამოცხადდა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლივერპულს“ შორის ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩის ჩატარების თარიღი.

შეხვედრა, რომელიც 2 მაისს, „ოლდ ტრაფორდზე“ უნდა გამართულიყო, გადაიდო იმის გამო, რომ ფანები სტადიონზე შეიჭრნენ. შეხვედრა 13 მაისისთვის არის ჩანიშნული.

საინტერესია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოუწევს ხუთ დღეში სამი მატჩის ჩატარება: 9 მაისს „ასტონ ვილასთან“, 11 მაისს – „ლესტერთან“ და 13 მაისს – „ლივერპულთან“.

მსგავსი