„მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამშრომელი ავსტრალიის კლინიკაში მოხვდა ნარკოტიკების ზედმეტი დოზის გამო
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამშრომელი ავსტრალიის კლინიკაში მოხვდა ნარკოტიკების ზედმეტი დოზის გამო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთი თანამშრომელი ავსტრალიაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინგლისური კლუბი ამ ქვეყანაში წინასასეზონო შეკრებას გადის. ამის შესახებ გაზეთმა „დეილი მეილმა“ (Daily Mail) დაწერა.

თანამშრომელი, რომლის სახელი უცნობია, საავადმყოფოში ნარკოტიკების ზედმეტი დოზის გამო მოხვდა, თუმცა, არ არის ინფორმაცია ნივთიერების სახელის შესახებ. წყარო იტყობინება, რომ მამაკაცი 50 წლისაა. იმისთვის, რომ პრესას არ ამოეცნო ის, კლუბის თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარების მანქანასა და საავადმყოფოს შორის სივრცე დიდი ნაჭრით დაფარეს.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ გვერდზე ასევე დაადასტურა ინფორმაცია ჰოსპიტალიზაციის შესახებ, მაგრამ თანამშრომლის სახელი არ გაუმჟღავნებია. ინგლისური პრესა აღნიშნავს, რომ პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია.