„მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელი - ზოგიერთ ფეხბურთელს ზედმეტს უხდიან #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელმა, მილიარდერმა ჯიმ რეტკლიფმა განაცხადა, რომ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს ზედმეტ ხელფასს უხდიან, თუმცა მოთამაშეთა გვარები არ დაუსახელებია.
„ზოგიერთი ფეხბურთელი საკმარისად ძლიერი არ არის, ზოგიერთებს კი, ალბათ, ზედმეტს უხდიან. იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს გუნდი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებელნი ვიქნებით, დრო იქნება საჭირო“, – მოჰყავს რეტკლიფის სიტყვები BBC-ს.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 34 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მე-14 ადგილზეა.