მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი ამ ზაფხულს გუნდის დატოვებას აპირებს
მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი ამ ზაფხულს გუნდის დატოვებას აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი ანტონიო ვალენსია ამ ზაფხულს გუნდიდან წასვლას აპირებს. 33 წლის ეკვადორელმა ოლდ ტრაფორდზე თითქმის 10 წელი გაატარა და გუშინ, 1 მარტს, კონტრაქტი ამოეწურა. მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელთან შეთანხმების გაგრძელების სურვილი ოფიციალურად არ გამოუთქვამს და, როგორც ჩანს, ვალენსია სხვა გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ამჟამად ფეხბურთელი სამშობლოში, ეკვადორში იმყოფება და მორიგი ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლას ცდილობს. წელს მან მხოლოდ ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან მხოლოდ ერთხელ – გუნდში სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ.