„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარმა გუნდი მოედნიდან უკმაყოფილო შეძახილებით გააცილა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარმა გუნდი მოედნიდან უკმაყოფილო შეძახილებით გააცილა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრებმა გუნდს ობსტრუქცია მოუწყვეს და უკმაყოფილო შეძახილებით გააცილეს მოედნიდან, მას შემდეგ, რაც გუნდმა პრემიერლიგის მორიგ ტურში, საკუთარ კედლებში „ბარნლისთან“ წააგო.

სტუმრებმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს, როდესაც კრის ვუდმა ახლო მანძილიდან დალაშქრა მანჩესტერელთა კარი, მეორე ტაიმის საწყის წუთებში კი ჯეი როდრიგესმა მეორეც დაუმატა და „ბარნლიმ“ ანგარიშით 0:2 გაიმარჯვა.

საინტერესოა, რომ „ბარნლიმ“ ზედიზედ მესამე სეზონში მოახერხა „ოლდ ტრაფორდზე“ ორი ბურთით დაწინაურება, თუმცა პირველად შეინარჩუნა გამარჯვება.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ისევ 34 ქულა აქვს, მეხუთე ადგილზე იმყოფება და ექვსი ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ „ჩელსის“.

„ბარნლი“ 30 ქულით მეცამეტეა.