„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი ევრო 2020-ს გამოტოვებს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი ევრო 2020-ს გამოტოვებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა მეისონ გრინვუდმა უარი თქვა ევრო 2020-ში მონაწილეობაზე, – იტყობინება ინგლისის ნაკრების პრესსამსახური.

თავდაპირველად, გრინვუდი მოხვდა ეროვნული გუნდის წინასწარ შემადგენლობაში, მაგრამ გამოტოვებს ტურნირს, რათა ბოლომდე გაიაროს სარეაბილიტაციო კურსი. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფორვარდმა ტრავმის გამო, მარტში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშა.

2020-21 წლების სეზონში გრინვუდმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.