მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელს არსენალის გულშემატკვარი მატჩის დროს თავს დაესხა
LONDON, ENGLAND - MARCH 10: A fan runs onto the pitch and attacks Chris Smalling of Manchester United during the Premier League match between Arsenal FC and Manchester United at Emirates Stadium on March 10, 2019 in London, United Kingdom. (Photo by James Williamson - AMA/Getty Images)
არსენალსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის ლონდონში მიმდინარე მატჩის დროს მოედანზე მამაკაცი შეიჭრა, სტუმართა ფეხბურთელ კრის სმოლინგს ხელი კრა, შემდეგ კი არსენალის ფეხბურთელებთან მიირბინა და მათთან ერთად აღნიშნა მეორე გატანილი გოლი მანჩესტერელთა კარში. ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, რომ მამაკაცი უკვე დაკავებულია და ყველა საჭირო საგამოძიებო სამუშაო მიმდინარეობს.
მატჩი არსენალის გამარჯვებით, 2-0 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნორვეგიელი ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელში მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგაში პირველი მატჩი წააგო.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტი რამდენიმე დღის წინ ინგლისის რანგით მეორე ლიგაში, ჩემპიონშიპში მოხდა, როდესაც ბირმინგემული დერბის დროს მამაკაცი მოედანზე შეიჭრა და ასტონ ვილას ფეხბურთელს მუშტი მოუქნია.