„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებმა ხელჩართული ჩხუბი გამართეს - გუნდმა ვარჯიში ვადაზე ადრე დაასრულა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებმა ხელჩართული ჩხუბი გამართეს - გუნდმა ვარჯიში ვადაზე ადრე დაასრულა #1TVSPORT

გაზეთ The Sun-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ორმა მოთამაშემ ხელჩართული ჩხუბი გამართა.

ინციდენტი ვარჯიშის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ვარსკვლავური მოთამაშეები მუშტებით დაერივნენ ერთმანეთს და ისინი სხვა ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა გააშველეს.

ამის შემდეგ, გერმანელი იძულებული გახდა ვადაზე ადრე დაესრულებინა მეცადინეობა და ყველა გასახდელში გაუშვა.

ჩხუბში მონაწილე ფეხბურთელების გვარები არ სახელდება, მაგრამ წყარო აღნიშნავს, რომ გუნდში არავინ ელოდა ამ მოთამაშეებისგან მსგავს საქციელს.