„მანჩესტერ იუნაიტედის“ დროებითი მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი გახდება #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ დროებითი მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი გახდება #1TVSPORT

გამოცემა The Athletic იტყობინება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოელაპარაკა დროებით მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე გერმანელ სპეციალისტს რალფ რანგნიკს, რომელიც დღეს მოსკოვის „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელია სპორტული განვითარების მიმართულებით.

რანგნიკი მზად არის გააფორმოს ექვსთვიანი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან, რის შემდეგაც, ორი წლით „იუნაიტედის“ კონსულტანტის თანამდებობას მიიღებს.

იტყობინებიან, რომ ამ გარიგების შესახებ ოფიციალურად პარასკევს გამოაცხადებენ.

ცნობილი ხდება, რომ უახლოეს უქმეებზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ჩელსის“ წინააღმდეგ პრემიერლიგის მატჩში მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს.