„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკის გატარებას გეგმავს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკის გატარებას გეგმავს. გუნდს დიდი ალბათობით, ეკვადორელი მარჯვენა მცველი ანტონიო ვალენსია დატოვებს. წასვლის კანდიდატია ასევე, იტალიელი უკანახაზელი მატეო დარმიანიც, რომელიც დიდი ხანია სათადარიგო სკამის უცვლელი წევრი გახდა.
გავრცელდა ინფორმაციებიც, რომ „წითელი ეშმაკების“ აკადემიის ფეხბურთელი ტაჰიტ ჩონგი, რომელიც პირველი გუნდის შემადგენლობაში გულშემატკივარმა რამოდენიმე მატჩიც იხილა, მომავალი სეზონიდან არენდის წესით ჰოლანდიურ „აიაქსში“ იასპარეზებს.
გაზეთი „სანი“ (The Sun) ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მომავალი სეზონიდან „ოლდ ტრაფორდს“ კიდევ ერთხელ დატოვებს გუნდის ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდრეას პერეირა. ფეხბურთელის გადაბირებას „ლესტერი“ იჯარის წესით გეგმავს.
სულ ცოტა ხნის წინ, ნახევარმცველმა გუნდთან ახალი ერთწლიანი ხელშეკრულება აამოქმედა, თუმცა როგორც ჩანს, სოლსკიაერს ფეხბურთელი არ მოსწონს.