„მანჩესტერ იუნაიტედი“ ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 2025 წლის ზაფხულში ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის დამატებას განიხილავს, – ინფორმაციას გამოცემა TEAMtalk-ი ავრცელებს.

ოსიმენსა და „ნაპოლის“ შორის არსებული კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ივნისიდან ნიგერიელი ფეხბურთელის დამატება მსურველ კლუბს 75 მილიონ ევროდ შეეძლება.

როგორც წყარო გვაუწყებს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტრანსფერში ხელი, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასვლამ და ფეხბურთელის პოტენციურმა მაღალმა ხელფასმა შეუშალოს.

26 წლის ოსიმენი ამჟამად იჯარის წესით „გალათასარაიში“ თამაშობს. თურქული გუნდის რიგებში ყველა ტურნირზე მან 24 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.