„მანჩესტერ იუნაიტედი“ ვინისიუსში 130 მილიონ ფუნტს იხდის #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ვინისიუსში 130 მილიონ ფუნტს იხდის #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, ვინისიუსმა, შესაძლოა, დატოვოს ესპანური კლუბი.

როგორც გამოცემა Metro წერს, ბრაზილიელი ფეხბურთელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება. აღნიშნავენ, რომ ინგლისური კლუბი მზად არის, 23 წლის გარემარბში 130 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. თავად ვინისიუსი „რეალს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მადრიდელთა რიგებში „პარი სენ-ჟერმენიდან“ კილიან მბაპე გადავა.

ამ სეზონში ვინისიუსმა „რეალის“ შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.