„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ტოტენჰემთან“ წაგებას  პოგბას მიერ მოპოვებული პენალტით გადაურჩა
„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ტოტენჰემთან“ წაგებას  პოგბას მიერ მოპოვებული პენალტით გადაურჩა

ინგლისის პრემიერლიგაში 30-ე ტური დაიწყო, ცენტრალური მატჩი კი „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გაიმართა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ანგარიში „ტოტენჰემის“ ფორვარდმა სტივენ ბერგვეინმა 27-ე წუთზე გახსნა. მან თითქმის ცენტრში მიიღო ბურთი, მცველებს შორის გაიარა, საჯარიმოში შევიდა და ზუსტი დარტყმა გამოუვიდა. დავიდ დე ხეამ თავისი გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო.

მასპინძლებს გამარჯვებისკენ მიჰყავდათ შეხვედრა, მაგრამ მე-80 წუთზე პოლ პოგბამ საჯარიმოში ერიკ დაიერის მოტყუება შეძლო, რის შემდეგაც ფრანგს ზურგში ხელი უბიძგეს და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ბრუნო ფერნანდეშმა გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯის მიერ კოპენსირებულ დროში არბიტრმა მეორე პენალტი დანიშნა „ტოტენჰემის“ კარში, რომელიც VAR-მა გააუქმა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 46 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზეა, „ტოტენჰემი“  42 ქულით – მერვეზე.