„მანჩესტერ იუნაიტედი“ ტოლისოთი დაინტერესდა, „ბაიერნი“ 35 მილიონს ითხოვს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ტოლისოთი დაინტერესდა, „ბაიერნი“ 35 მილიონს ითხოვს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესს გამოთქვამს „ბაიერნის“ 25 წლის ნახევარცველის კორენტენ ტოლისოს მიმართ, – დაწერა RMC-ის ჟურნალისტმა მოჰამედ ბუჰაფსიმ საკუთარ „ტვიტერში“.

მანჩესტერელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები მოთამაშის გარემოცვასთან. ამასთან, თავად „ბაიერნი“ არ არის წინააღმდეგი – დათმოს ფრანგი 35 მილიონ ევროდ. იტყობინებიან, რომ ნახევარმცველით „ინტერიც“ დაინტერესდა.

ტოლისო „ბაიერნში“ 2017 წელს გადავიდა „ლიონიდან“. ტრანსფერის თანხმამ 41.5 მილიონი ევრო შეადგინა. ამ სეზონში მან 13 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ერთი გოლი გაიტანა.