„მანჩესტერ იუნაიტედი“ სოლსკიაერის გაშვებას არ აპირებს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ სოლსკიაერის გაშვებას არ აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი გააგრძელებს მუშაობას გუნდთან ერთად.

წყაროს ცნობით, „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა კვლავაც ენდობა ნორვეგიელ სპეციალისტს იმის მიუხედავად, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში გუნდი შინ დამარცხდა „ბარნლისთან“ და შვიდი ქულით დაშორდა ჩემპიონთა ლიგის ზონას. ცნობისთვის, 24 ტურის შემდეგ 34 ქულა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში.

„ბარნლისთან“ წაგების შემდეგ, სოლსკიაერმა თავის თავზე აიღო შედეგზე პასუხისმგებლობა და დაადასტურა, რომ კლუბი გააძლიერებს შემადგენლობას ზამთრის სატრანსფერო ფაჯრისას.