„მანჩესტერ იუნაიტედი“ შუპო-მოტინგით დაინტერესდა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ შუპო-მოტინგით დაინტერესდა #1TVSPORT

„ბაიერნის“ ფორვარდი ერიკ-მაქსიმ შუპო-მოტინგი, შესაძლოა, კარიერის გასაგრძელებლად ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს.

33 წლის ფორვარდმა ამ სეზონში მნიშვნელოვნად მეტი სათამაშო დრო მიიღო რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონაში“ წასვლის შემდეგ, რაც კამერუნელმა ძალიან კარგად გამოიყენა. ის ზედიზედ რვა მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს, 14 ოფიციალურ მატჩში კი 10 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ასეთი შედეგიანი თამაშის შემდეგ, შუპო-მოტინგის მიმართ დაინტერესება გამოთქვა „მანჩესტერ იუნაიტედმა“. გამოცემა Media Foot-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი სერიოზულად ფიქრობს იანვარში ფორვარდის გაფორმებას.