„მანჩესტერ იუნაიტედი“ სატრანსფერო ბომბს ამზადებს – 200 მილიონი ვინისიუსის სანაცვლოდ #1TVSPORT
2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი განხორციელდეს.
პორტალ Fichajes-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამზადებს 200-მილიონიან წინადადებას მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავის, ვინისიუსის შესაძენად.
„რეალში“ ვინისიუსის გარშემო დაძაბული სიტუაცია მნიშვნელოვნად ამაღლებს ინგლისური კლუბის შანსებს ამ საკითხში. 25 წლის ბრაზილიელმა მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობისგან მსხვილი ხელფასი მოითხოვა, რითიც ის გაუთანაბრდება კილიან მბაპეს. თუმცა „რეალი“ არ აპირებს ბრაზილიელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
2024-25 წლების სეზონში ვინისიუსმა 58 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.