„მანჩესტერ იუნაიტედი“ სატრანსფერო ბაზარზე 350 მილიონის დახარჯვას აპირებს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ სატრანსფერო ბაზარზე 350 მილიონის დახარჯვას აპირებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩამოყალიბდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ოთხ მთავარ სამიზნეზე.

გუნდის მთავარ მწვრთნელს ოლე-გუნარ სოლსკიაერს სურს შემადგენლობა გააძლიეროს „ვილიარეალის“ ცენტრალური მცველით პაუ ტორესით, „ვესტ ჰემის“ საყრდენი ნახევარმცველით დეკლან რაისით, „დორტმუნდის“ შემტევი ნახევარმცველით ჯეიდონ სანჩოთი და „ტოტენჰემის“ ფორვარდით ჰარი კეინით.

როგორც გაზეთი „გარდიანი“ ამტკიცებს, ყველა ამ ფეხბურთელის შესაძენად „იუნაიტედს“ დაახლოებით 350 მილიონი ევრო დასჭირდება.

2020-21 წლების სეზონში „მანჩესტერმა“ მეორე ადგილი დაიკავა პრემიერლიგაში და ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, სადაც პენალტების სერიაში წააგო „ვილიარეალთან“.