„მანჩესტერ იუნაიტედი“ სანჩოსთვის და ჰოლანდისთვის 230 მილიონის გადახდას აპირებს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ სანჩოსთვის და ჰოლანდისთვის 230 მილიონის გადახდას აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ აპირებს გამოყოს მნიშვნელოვანი თანხა ორი ფეხბურთელის შესაძენად.

გაზეთ „მირორის“ ინფორმაციით, მანჩესტერელები აპირებენ 233 მილიონი ევრო დახარჯონ „დორტმუნდის“ ნახევარმცველისთვის ჯეიდონ სანჩოსთვის და „ზალცბურგის“ ფორვარდისთვის ერლინგ ჰაალანდისთვის. არ არის გამორიცხული, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამ ფეხბურთელებზე წინადადება უკვე იანვარში გააკეთოს.

ამ სეზონში სანჩომ „დორტმუნდში“ 16 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰაალანდის ანგარიშზეა 26 გოლი და ექვსი შედეგიანი პასი 18 მატჩში.