„მანჩესტერ იუნაიტედი“ რეშფორდს ახალ კონტრაქტზე მოელაპარაკა
„მანჩესტერ იუნაიტედი“ რეშფორდს ახალ კონტრაქტზე მოელაპარაკა

მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოახერხა ფორვარდ მარკუს რეშფორდის დარწმუნება კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, – იტყობინება „თაიმსი“ (The Times).

21 წლის ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება „იუნაიტედთან“ 2020 წლის ზაფხულში ეწურებოდა. ამის გამო, მანჩესტერელთა ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია ცდილობდა რეშფორდის დაყოლიებას ახალ მრავალწლიან კონტრაქტზე.

ჯერჯერობით, გარიგების დეტალები უცნობია – ჟურნალისტებმა ვერ დაადგინეს ვერც კონტრაქტის ვადა და ვერც ფეხბურთელის ხელფასი. ადრე ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ რეშფორდი „იუნაიტედის“ ბოსებისგან ითხოვდა ხელფასს კვირაში 350 ათასი ფუნტის ოდენობით.

2018-2019 წლების სეზონზე ჩატარებულ 47 ოფიციალურ მატჩში რეშფორდმა 13 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი