„მანჩესტერ იუნაიტედი“ რეშფორდის შემცვლელზე ჩამოყალიბდა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედში“ ჩამოყალიბდნენ ფორვარდ მარკუს რეშფორდის შემცვლელთან დაკავშირებით, – დაწერა გაზეთმა El Nacional-მა.
როგორც ირკვევა, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა „ბილბაოს“ გარემარბს ნიკო უილიამსს განიხილავს რეშფორდის სანაცვლოდ, რომლის გაყიდვასაც „იუნაიტედი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გეგმავს.
აღნიშნავენ, რომ მანჩესტერული კლუბის ბოსებმა უკვე მიმართეს უილიამსს მსხვილი წინადადებით. ასევე ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელზე კიდევ სამი კლუბი აცხადებს პრეტენზიას, რომლებიც უკვე ზამთარში აპირებენ ტრანსფერის განხორციელებას.
მიმდინარე სეზონში უილიამსმა ყველა ტურნირზე 22 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.