„მანჩესტერ იუნაიტედი“ რეშფორდის შემცვლელად ორ ფეხბურთელს განიხილავს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ რეშფორდის შემცვლელად ორ ფეხბურთელს განიხილავს

ტრავმირებული მარკუს რეშფორდის ადგილის შესავსებად „მანჩესტერ იუნაიტედი“ ორ მოთამაშეს განიხილავს – ოდიონ იგალოს და ისლამ სლიმანის.

ნიგერიელი იგალო 2017 წლამდე „უოტფორდში“ თამაშობდა და ამ გუნდში ჩატარებულ 55 მატჩში 17 გოლი გაიტანა, შემდეგ კი ჩინეთს მიაშურა და ამჟამად „შანხაი შენჰუას“ ღირსებას იცავს, რომელთანაც კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს.

რაც შეეხება ალჟირელ სლიმანის, ის „ლესტერს“ ეკუთვნის და ამ გუნდში ჩატარებულ 46 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი. ამჟამად ის იჯარით მონაკოში თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში ბოლო ორი მატჩი წააგო, ჯერ „ლივერპულთან“ (0-2), ხოლო შემდეგ „ბარლისთან“ (1-2), და ამჟამად სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.