მანჩესტერ იუნაიტედი-პსჟ 0:2 - ფაქტები და სტატისტიკა
მანჩესტერ იუნაიტედი-პსჟ 0:2 - ფაქტები და სტატისტიკა

* ჯანლუიჯი ბუფონი მეოთხე მოთამაშე გახდა ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 41 (ან მეტი) წლის ასაკში ითამაშა. მანამდე იგივე მარკო ბალოტამ, მარკ შვარცერმა და ალექსანდრ შოვკოვსკიმ შეძლეს.
* „პარი სენ-ჟერმენის“ სასტარტო მოთამაშეებს, ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 589 მატჩი ჰქონდათ ნათამაშები – ორჯერ მეტი, ვიდრე „მანჩესტერის“ სასტარტოებს (255).
* „მანჩესტერ იუნაიტედს“  ფრანგულ კლუბებთან საკუთარ მოედანზე არასოდეს წაეგო. +10=4-0 – ჯამში ევროტურნირებზე, +8=2-0 – ჩემპიონთა ლიგაზე.
* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა. ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე, შინ ასეთი მაჩვენებელი 2005 წლის თებერვალში „მილანის“ წინააღმდეგ ჰქონდა.
* არასოდეს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში შემდეგ ეტაპზე არ გასულა გუნდი, რომელმაც პირველი მატჩი შინ ორი ან მეტი ბურთის წააგო. ასეთი სულ 34 შემთხვევა იყო.
* „მანჩესტერ იუნაიტედმა„ ევროთასებზე შინ ერთ ბურთზე მეტი სხვაობით პირველად წააგო.
* ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე „მშრალი“ მატჩი ჩაატარა. ეს მესამე შემთხვევაა ისტორიაში. ასეთივე შედეგი აქვს ედვინ ვან დერ სარს, ლიდერი კი იკერ კასილიასია – 57.
* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით პირველად წააგო. მანამდე 11 მატჩში 10 მოგება და ერთი ფრე იყო.

მანჩესტერ იუნ-პსჟ 0:2
გოლები: 0:1 კიმპემბე (53), 0:2 მბაპე (60)
მანჩესტერ იუნ: დე ხეა – იანგი, ბაი, ლინდელოფი, შოუ – ანდერ ერერა, მატიჩი, პოგბა – ლინგარდი (45+4. სანჩესი), რეშფორდი (84. ლუკაკუ), მარსიალი (46. ხუან მატა).
პსჟ: ბუფონი – კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატივერატი (75. პარედესი), მარკინიოსი – დანი ალვეში, დრაქსლერი, დი მარია (81. დაგბა) – მბაპე.
გაძევება: პოგბა (89. მანჩესტერ იუნაიტედი)