„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ყველაზე მდიდარი კლუბია
„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ყველაზე მდიდარი კლუბია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2018/2019 წლების სეზონი ინგლისის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე დაამთავრა. მიუხედავად ამისა, „იუნაიტედი“ მაინც პრემიერლიგის ყველაზე მდიდარ კლუბად რჩება.

ბოლო ინფორმაციით , 2018/2019 წლების სეზონზე „წითელი ეშმაკების“ შემოსავალი 590 მილიონ ფუნტს შეადგენდა, „მანჩესტერ სიტის“ შემოსავალი კი 503 მილიონი ფუნტი იყო.

„ლივერპულის“ შემოსავალმა 455 მილიონი ფუნტი შეადგინა. მას მოჰყვებიან „ჩელსი“, „არსენალი“ და „ტოტენჰემი“. შესაბამისად, 448, 389 და 379 მილიონით.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგა მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი ჩემპიონატია.