„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოგბაში 160 მილიონ ფუნტს ითხოვს

13:31, 07.05.2019
TOPSHOT - Manchester United's French midfielder Paul Pogba leaves the pitch after being shown a red card during the first leg of the UEFA Champions League round of 16 football match between Manchester United and Paris Saint-Germain (PSG) at Old Trafford in Manchester, north-west England on February 12, 2019. - PSG won the match 2-0. (Photo by Paul ELLIS / AFP)        (Photo credit should read PAUL ELLIS/AFP/Getty Images)

პოლ პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება და ზაფხულში „რეალში“ გადასვლა სურს, მაგრამ ფრანგს შესაძლებელია იმედები გაუცრუვდეს. მანჩესტერული კლუბი ნახევარმცველში 160 მილიონ ფუნტს ითხოვს, რომლის გადახდასაც „სამეფო კლუბი“ არ აპირებს.

„ბარსელონასთან“ დამარცხების შემდეგ, პოლ პოგბამ „რეალში“ თამაშის სურვილი გამოთქვა და ოლე გუნარმა მისი გადარწმუნება ვერაფრით ვერ შეძლო.

ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში, „იუნაიტედი“ უკვე მეოთხედ დარჩა ოთხეულის მიღმა. იმის გარდა, რომ პოგბას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში კარიერული წინსვლის გამო სურს, ფრანგი ვერც ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის ბონუსს მიიღებს, რაც საერთო ჯამში 1,875 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ცოტა ხნით ადრე, „იუნაიტედმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ პოგბა არ იყიდება, მაგრამ ბოლო დროს დატრიალებული მოვლენებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ პოლი კლუბს აუცილებლად დატოვებს.

მსგავსი