„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოგბას ზამთარში არ გაუშვებს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოგბას ზამთარში არ გაუშვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა არ დატოვებს გუნდს ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს. წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა უფლებას არ მისცემს ფრანგს იანვარში სხვა გუნდში გადავიდეს.

„მანჩესტერის“ პოზიცია უცვლელი დარჩება მიუხედავად იმისა, რომ „იუნაიტედი“ გეგმავს ორი ახალი ცენტრალური ნახევარმცველის შეძენას მომავალი სეზონის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, რომ პოგბა სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული არ თამაშობს ფეხის ტრავმის გამო.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფრანგმა მიიღო „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის გადაწყვეტილება და აღარ აპირებს ამ გუნდის მაისურის ჩაცმას.

პოგბაზე პრეტენზიას აცხადებენ „იუვენტუსი“, „რეალი“ და „ბარსელონა“.