მანჩესტერ იუნაიტედი პოგბას შემცვლელზე ფიქრობს
მანჩესტერ იუნაიტედი პოგბას შემცვლელზე ფიქრობს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი სამიზნე მონაკოს ბელგიელი ფეხბურთელის, იური ტილემანსის შეძენა იქნება – ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა სანი ავრცელებს.

ცენტრალური ნახევარმცველი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით ბრენდან როჯერსის ლესტერში ატარებს. წითლები ტილემანსს პოლ პოგბას ალტერნატივად განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ ფრანგის მომავალი ოლდ ტრაფორდზე ეჭვქვეშაა.

ვრცელდება ასევე ინფორმაციაც, რომ 21 წლის ნახევარმცველის გამოსყიდვას მელიები 46 მილიონის სანაცვლოდ გეგმავენ. როგორც ჩანს, ლესტერს ფეხბურთელის შესაძენად იუნაიტედის ბარიერის დაძლევა მოუწევს.

მიმდინარე სეზონში ტილემანსმა ლესტერის რიგებში პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, პირადი აქტივი კი სამი გოლით და ხუთი საგოლე გადაცემით შეავსო.