„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოგბას შემცვლელად გორეტცკას განიხილავს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესს გამოხატავს „ბაიერნის“ ნახევარმცველ ლეონ გორეტცკას მიმართ.
მანჩესტერელები განიხილავენ გერმანელის ტრანსფერის შესაძლებლობას ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას წასვლის შემთხვევაში, – წერს გაზეთ „ბილდის“ ჟურნალისტი კრისტიან ფალკი.
უფრო ადრე დაიწერა გორეტცკას მიმართ „რეალისა“ და „ბარსელონას“ ინტერესის შესახებ.
გასულ სეზონზე გერმანიის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა ბუნდესლიგაში 24 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.