„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოჩეტინოს დაუკავშირდა
„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოჩეტინოს დაუკავშირდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა კონტაქტზე გავიდა „ტოტენჰემის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან მაურისიო პოჩეტინოსთან.

ინგლისური პრესის ცნობით, კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი არ აპირებს „მანჩესტერის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ოლე-გუნარ სოლსკიაერის განთავისუფლებას „ტოტენჰემთან“ 1:6 საშინაო მარცხის შემდეგ, მაგრამ ხელმძღვანელობა უკვე ამზადებს გეგმას იმ შემთხვევისთვის, თუ კლუბის განვითარების გეგმა შეიცვლება.

იტობინებიან, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სწორედ 48 წლის პოჩეტინოს განიხილავს სოლსკიაერის შემცვლელად. ინგლისური კლუბი უკვე დაუკავშირდა არგენტინელი სპეციალისტის წარმომადგენლებს და მიიღო დასტური იმის შესახებ, რომ პოჩეტინო დაინტერესებულია „ოლდ ტრაფორდზე“ მუშაობით.

შეგახსენებთ, რომ პოჩეტინოს ბოლო სამუშაო ადგილი „ტოტენჰემი“ იყო – მან ლონდონურ კლუბში 2014-19 წლებში იმუშავა. მას შემდეგ, არგენტინელი აღარ დაბრუნებია სამწვრთნელო საქმეს.