„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოჩეტინოს დაუკავშირდა
„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოჩეტინოს დაუკავშირდა

ლონდონი „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი მაურისი პოჩეტინო, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაუდგეს სათავეში.

რამდენიმე ინგლისური წყაროს ცნობით, „იუნაიტედმა“ უკვე მიმართა არგენტინელ სპეციალისტს იმ მიზნით, რომ შეცვალოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოლე-გუნარ სოლსკიაერი.

აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა თითქოს მხარს უჭეს ნორვეგიელ სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ბაშაქშეჰირთან“ წაგების მიუხედავად და დიდად არ სურს სეზონის დასაწყისში მწვრთნელთან გამოთხოვება, მაგრამ „მანჩესტერი“, შესაძლოა, მე-17 ადგილამდე დაეშვას, თუ უახლოეს უქმეებზე „ევერტონთან“ წააგებს.

უფრო ადრე, პოჩეტინოს კანდიდატურას უკავშირებდნენ „იუვენტუსსა“ და „რეალს“.