„მანჩესტერ იუნაიტედი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „არსენალი“ გრიზმანის ხელში ჩაგდებას შეეცდებიან
„მანჩესტერ იუნაიტედი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „არსენალი“ გრიზმანის ხელში ჩაგდებას შეეცდებიან

„ბარსელონას“ ფრანგმა თავდამსხმელმა, შესაძლოა კატალონიური კლუბი ამ ზაფხულს დატოვოს, – იუწყება Football.London.

გამოცემის ინფორმაციით, ანტუან გრიზმანის ხელში ჩაგდებას „არსენალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანი „ბარსელონაში“ „ატლეტიკოდან“ გადმოვიდა და ეს ტრანსფერი კატალონიელებს 120 მილიონი ევრო დაუჯდათ. ახლა კი 27 წლის ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ აფასებენ.

მიმდინარე სეზონში გრიზმანმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.