„მანჩესტერ იუნაიტედი“ ნეიმარისთვის პოგბასა და მარსიალს თმობს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ნეიმარისთვის პოგბასა და მარსიალს თმობს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს, – წერს გაზეთი Mirror. ინგლისური კლუბი მზად არის გარიგებაში ჩართოს ნახევარმცველი პოლ პოგბა, ფორვარდი ანტონი მარსიალი, აგრეთვე, გადაიხადოს 50 მილიონი ფუნტი.

ამჟამად, 26 წლის ბრაზილიელი რეაბილიტაციის კურსს გადის იმ ტრავმის შემდეგ, რომელიც 25 თებერვალს, „მარსელთან“ მატჩში მიიღო. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 30 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 29 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.