„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, კულუშევსკიში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, კულუშევსკიში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს

მანჩესტერული კლუბი „პარმას“ მაკედონიელი ნახევარმცველით არის დაინტერესებული.

Gazzetta dello Sport იუწყება, რომ ინგლისელებმა იტალიის ჩემპიონატზე სკაუტები გააგზავნეს და კულუშევსკის თამაშს აკვირდებიან.

კერძოდ, საუბარია „ნაპოლისთან“ გამართულ მატჩზე (2:1), სადაც შვედმა ფეხბურთელმა თავი გამოიჩინა, ბურთი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

წყაროს ინფორმაციით „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, რომ 19 წლის ტალანტში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 ბურთი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა.

აღსანიშნავია, რომ კლუშევსკის მიმართ ინტერესს იტალიური ფეხბურთის გრანდები – „იუვენტუსი“ და „ინტერიც“ იჩენენ.