„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, კრისტიან ერიკსენში 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს 
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, კრისტიან ერიკსენში 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მზად არის, რომ „ტოტენჰემის“ ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენში 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს – იუწყება AS.

ერიკსენის კონტრაქტი „ტოტენჰემთან“ 2020 წელს იწურება. წყაროს ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს ლონდონური კლუბის დატოვება სურს.

„მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ 27 წლის დანიელი ფეხბურთელისთვის ბრძოლა ადვილი არ იქნება, რადგან ერიკსენით მადრიდის „რეალი“ და ტურინის „იუვენტუსიც“ დაინტერესებულები არიან.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.