„მანჩესტერ იუნაიტედი“ მეისონ მაუნტის სანაცვლოდ 55 მილიონს იხდის #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მეისონ მაუნტის სანაცვლოდ 55 მილიონს იხდის #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი მეისონ მაუნტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ სატრანსფერო მიზნად დასახელდა, – დაწერა გაზეთმა Daily Mail-მა.

წყაროს ცნობით, მანჩესტერულმა კლუბმა „ჩელსის“ 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონი ფუნტი შესთავაზა. თავად ლონდონელები მაუნტს 85 მილიონად აფასებენ.

იტყობინებიან, რომ ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება.

მაუნტის მიმართ დაინტერესებას ასევე „არსენალი“ და „ლივერპული“ გამოთქვამენ. ნახევარმცველის კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.