„მანჩესტერ იუნაიტედი“ მარსიალთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მარსიალთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედში“ არ გეგმავენ ანტონი მარსიალთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას.

ფრანგ თავდამსხმელს მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება. როგორც ევროპულ პრესაში წერენ, 28 წლის მარსიალს ზაფხულში ახალი კლუბის მოძებნა თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწევს, თუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი გასხვისება ვერ მოხერხდება.

ფრანგი თავდამსხმელი „იუნაიტედის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონზე მარსიალმა „მანჩესტერის“ შემადგენლობაში 19 მატჩი გამართა, გაიტანა ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt-ი ანტონი მარსიალს 15 მილიონ ევროდ აფასებს.