„მანჩესტერ იუნაიტედი“ მარკუს რეშფორდს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მარკუს რეშფორდს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის მარკუს რეშფორდს ხელფასი გაუზარდოს და გუნდში ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქციოს, – იტყობინება „იესპიენი“ (ESPN) კლუბთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც ირკვევა, რეშფორდის შემოსავალი ალექსის სანჩესის ხელფასს (391 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში) არ გაუტოლდება, თუმცა 200 000 ფუნტ სტერლინგამდე ნამდვილად გაიზრდება.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ იძულებული გახდა ასეთ დათმობაზე წასულიყო, რადგან ფეხბურთელით რამდენიმე დიდი კლუბი იყო დაინტერესებული, მათ შორის „ბარსელონა“, „რეალ მადრიდი“ და „მანჩესტერ სიტი“.