„მანჩესტერ იუნაიტედი“ მარკო როისით არის დაინტერესებული – თენ ჰაგი ფორვარდის აგენტს შეხვდა #1TVSPORT

13:08, 28.01.2023

„მანჩესტერ იუნაირედი“ „დორტმუნდიდან“ ვეტერანი ფორვარდის, მარკო როისის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს.

33 წლის გერმანელის კონტრაქტი დორტმუნდელებთან 2023 წლის ივნისში იწურება და „დორტმუნდი“ ჯერ ვერ მოელაპარაკა თავის კაპიტანს ახალ ხელშეკრულებაზე.

ჟურნალისტ კრისტიან ფალკის ინფორმაციით, როისი არის ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან აფასებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თენ ჰაგი შეხვდა როისის აგენტს და მათ ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლებლობები განიხილეს.

მსგავსი